Friday, 25 March 2016

NEOMID 600

დანიშნულება: NEOMID 600 ეფექტურად და სწრაფად ანადგურებს სოკოებს, ხავსებს, ლიქენიებს, წყლის მცენარეებს, აშორებს ნაცრისფერ ნადებს ბეტონიდან, აგურიდან, ქვიდან და სხვა მინერალური ზედაპირებიდან.
გამოყენება: NEOMID 600 - კონცენტრატი, მზა ხსნარს იღებენ  წყალთან განზავებით 1:1 თანაფარდობით. NEOMID 600 გამოყენებამდე ზედაპირები, რომლებიც არ საჭიროებენ დამუშავებას, უნდა  დავიცვათ საშუალების მოხვედრისგან. ხსნარი დავადოთ ფუნჯით, სინთეტიკური ჯაგრის მქონე როლიკით ან განშხეფი მოწყობილობის საშუალებით, 15-30 წუთის შემდეგ
გულმოდგინებით გადავრეცხოთ წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში - გავიმეოროთ. გამოყენების წინ შევამოწმოთ ზედაპირი რეაქციაზე შეუმჩნეველ ადგილას.
სამუშაოები უნდა ჩატარდეს კარგად განიავებად სათავსოებში ან ღია ცის ქვეშ, გარემოსა და დასამუშავებელი ზედაპირის ტემპერატურის არა ნაკლებ +5 °ჩ-ზე. საშუალების დანახარჯი შეადგენს 100-200 გ/მ2 დასამუშავებელი ლითონის ტიპის შესაბამისად. გაწმენდილი ზედაპირის განმეორებითი დაზიანებისგან დასაცავად რეკომენდირებულია მისი NEOMID BიO რემონტ, ობის საწინააღმდეგო საშუალებით დამუშავება.
უსაფრთხოების ზომები: ყურადღება! არ დააგდოთ, არ გადააყირაოთ, არ შეანჯღრიოთ. თავსაფარში არის ტექნოლოგიური ნახვრეტი. კონცენტრატის კანზე და ტანსაცმელზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე. სამუშაო ხსნარის მომზადებისას და მასთან მუშაობისას გამოვიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სათვალე, ხელთათმანები, რესპირატორი. საშუალების კანზე მოხვედრის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ დავიბანოთ წყლის დიდი რაოდენობით.  საშუალების ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას - დავიბანოთ გამდინარე წყლის ნაკადით 5-10 წუთის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

შენახვა და ტრანსპორტირება

განვახორციელოთ მისი ტრანსპორტირება საკვები პროდუქტებისგან განცელკევებით. დავიცვათ ბავშვების შეხებისგან. შევინახოთ მჭიდროდ დახურულ ქარხნულ შეფუთვაში გრილ ადგილას. მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოხვედრას და გათბობას.
შენახვის საგარანტიო ვადა 9 თვე, გახსნილი პრეპარატი გამოვიყენოთ 10 დღის განმავლობაში. საშუალების -10 °ჩ-მდე და ქვევით გაგრილების შემთხვევაში შესაძლოა ნალექის გამოყოფა, რომელიც იხსნება ტემპერატურის მომატებისას. საშულება ინარჩუნებს თავის თვისებებს გაყინვა-გალღობის 5 ციკლის შემდეგ.
NEOMID 600 ხანძარაფეთქებაუსაფრთხოა.
გამოყენება #21.7.1322-03 სანიტარული წესებისა და ნორმების თანახმად.
შემადგენლობა: წყლის ხსნარი ქლორისშემცველი შენაერთით, სტაბილიზატორი, აქტივატორი. არ შეიცავს ევროკავშირში და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს. სავალდებულო სერთიფიცირებას არ ექვემდებარება.

ТУ 2499-055-98536873-2009

No comments:

Post a Comment