NEOMID 570


დანიშნულება: NEOMID 570 გათვლილია:
  1. ბეტონის, ემალირებული და ქვის ზედაპირებიდან ჟანგის მოსაცილებლად.
  2. ლითონების ზედაპირიდან კოროზიის კერების მოსაცილებლად. აჩერებს და თავიდან აცილებს კოროზიულ დაშლას. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლითონის ზედაპირის მოსამზადებლად ფხვნილოვანი და თხევადი ლაქსაღებავების საფარის დადებამდე. NEOMID 570 გამოყენების შემდეგ ლითონის ზედაპირზე წარმოიშობა წყალში უხსნარი კომპლექსური შენაერთებისგან შემდგარი მკვრივი დამცავი აპკი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ დაცვას კოროზიისგან 12 წლამდე ვადით. დამუსავების შემდეგ ლითონის ზედაპირი შეიძლება დაიფაროს ნებისმიერი ლაქსაღებავების შედგენილობებით. საშუალება ამაღლებს თუთიადაფარულ და სხვა ლითონის ზედაპირზე საღებავის შეჭიდების უნარს.
გამოყენება: NEOMID 570- კონცენტრატი გამოყენების წინ გავაზაოთ წყლით 1:2 თანაფარდობით. დაზიანებული მომინანქრებულ საფარიანი ზედაპირები რეკომენდირებულია დამუშავდეს 2 და მეტჯერაც, ან გამოვიყენოთ გაუზავებელი კონცენტრატი.
  1. ბეტონის, კერამიკის, მომინანქრებული და ქვის ზედაპირებიდან დანალექების მოცილება: საფრქვევით, სინთეტიკური ღრუბელით, ფუნჯით ან სინთეტიკური ჯაგრის მქონე როლიკით თანაბრად დავადოთ ხსნარი დამუშავებულ ზედაპირს. 10-20 წუთის შემდეგ ჩამოვრეცხოთ საშუალების ნარჩენები წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გავიმეოროთ. დანახარჯი 100-250 გ/მ2. საშუალების ზემოქმედის პერიოდში დამუშავებული ზედაპირი უნდა დავიცვათ წყლისა და ატმოსფერული ნალექის მოხვედრისგან.
  2. მოცილება - ჟანგის დამცავ აპკად გარდაქმნა ლითონის ზედაპირზე.

მოვაცილოთ აშრევებული ჟანგი. სინთეტიკური ჯაგრის მქონე ფუბჯით ან სინთეტიკური ღრუბელით დავადოთ ხსნარი კოროზიის კერებზე. ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს 20-30 წუთის განმავლობაში. დამუშავების შემდეგ, დამუშავების შემდეგ საშუალების ნარჩენები ზედაპირიდან გადმოვრეცხოთ წყლით. საშუალების მოქმედების განმავლობაში დამუშავებული ზედაპირი უნდა დავიცვათ წყლისა და ატმოსფერული ნალექის მოხვედრისგან.
სამუშაოები უნდა ჩატარდეს გარემოსა და დასამუშავებელი ზედაპირის ტემპერატურის არა ნაკლებ +5 °ჩ-ზე.
სამუშაო ხსნარის დანახარჯი - 100-200 გ/მ2.
უსაფრთხოების ზომები: ყურადღება! შეიცავს მჟავას!
სამუშაო ხსნარის დამზადებისას და მასთან მუშაობისას გამოვიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები. საშუალების კანზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში დავიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით, აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: განვახორციელოთ მისი ტრანსპორტირება საკვები პროდუქტებისგან განცელკევებით. საშულება ინარჩუნებს თავის თვისებებს გაყინვა-გალღობის 5 ციკლის შემდეგ. შენახვის საგარანტიო ვადა 24 თვე. NEOMID 570 ხანძარაფეთქებაუსაფრთხოა. გამოყენება #21.7.1322-03 სანიტარული წესებისა და ნორმების თანახმად.
შემადგენლობა: კომპლექსწარმომქმნელი, გამხსნელი, კოროზიის ინჰიბიტორი. არ შეიცავს ევროკავშირში და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს. სავალდებულო სერთიფიცირებას არ ექვემდებარება.
ТУ 2499-025-98536873-06

No comments:

Post a Comment