NEOMID H2O STOP



დანიშნულება: NEOMID H2O STOP ანიჭებს წყალგამოდევნის და თვითრეცხვის თვისებებს შემდეგ სამშენებლო მასალებს:
კერამიკულ და სილიკატურ აგურს, ქვიშაქვას, ხელოვნურ და ბუნებრივ მოსაპირკეთებელი ქვას, ბარდიურის ფილას, წიდაბლოკებს, ბეტონს, გაზობეტონს, ქაფბეტონს, კირქვას, თაბაშირს, თაბაშირმუყაოს და მსგავსებს.
გამოიყენება ცემენტ-ქვიშის ნაზავებში, ბეტონის, ბათქაშის, ბარდიურის ფილის და გამოსაყვანი ქვის წარმოებისასწყალგამოდევნის თვისებების მინიჭების და ყინვაგამძლეობის ამაღლების მიზნით.
NEOMID H2O STOP გამოყენება რეკომენდირებულია შენობების ფასადების დაცვისა და რესტავრაციისათვის კომპლექსური სამუშაოების წარმოებისას. გამოიყენება კედლის საძირკვლისგან ჰიდროფობური მოკვეთისას, კაპილარული მზარდი ტენიანობისგან (კაპილარული შეწოვისგან) დასაცავად. თვიდან არიდებს ობის წარმოქმნას. ხელს უშლის კდლების დანოტივებას, რითაც ამაღლებს მათ თბოიზოლაციურ თვისებებს და მომსახურეობის ვადას. მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი დამცველი, წყალგამომდევნი საფარი, ინარჩუნებს კონსტრუქციის წყლის ორთქლის განვლადობას. ამაღლებს სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების მომსახურეობის ვადას. ხელს არ უშლის შემდგომში ზეთის საღებავებით შეღებვას და შპალერის გაკვრას. წყლის საფუძველზე დამზადებული სამშენებლო ნაზავების: საღებავებისა და ბათქაშების გამოყენება NEOMID H2O STOP გამოყენების შემდეგ დაუშვებელია დეფექტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
გამოყენება: არსებობს NEOMID H2O STOP - კონცენტრატის გამოყენების ორი საშუალება:
1.ზედაპირზე წასმა. სამუშაო ხსნარის დასამზადებლად კონცენტრატი გავაზაოთ წყლით 1:2 თანაფარდობით. იმ შემთხვევებში, თუ დასამუშავებელი ზედაპირები იმყოფებიან მუდმივი ინტენსიური ტენის ზემოქმედების ქვეშ, რეკომნდირებულია მოვუმატოთ კონცენტრაცია 1:1 -მდე. გამზადებული ხსნარი გამოვიყენოთ 8 საათის განმავლობაში. გამოყენებამდე ზედაპირი გავწმინდოთ მტვრისა და დაბინძურებისაგან. თუ ზედაპირს აღმოაჩნდა ბიოდაზიანების ნიშნები, NEOMID H2O STOP  გამოყენების წინ საჭიროა დამუშავდეს ანტისეპტიკით - NEOMID H2O რემონტი. ზედაპირზე მინერალური ობების არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია NEOMID H2O STOP გამოყენებამდე დამუშავდეს NEOMID 550 საშუალებით. ფუნჯის, ხელოვნული ჯაგრის როლიკის ან საღებავის მფრქვეველის დახმარებით სქლად წავუსვათ NEOMID H2O STOP მშრალ გაწმენდილ ზედაპირზე. წასმა უნდა მოხდეს თანაბრად, გამოტოვებების გარეშე. ბათქაშის, ქვიშაქვის, სილიკატური აგურის, მოსაპირკეთებელი ქვის, თაბაშირის, ბეტონის ზედაპირზე ხსნარის წასმისას საშუალო დანახარჯი შეადგენს 250-350გ/მ2. წითელი აგურის ზედაპირზე  ხსნარის წასმისას საშუალო დანახარჯი შეადგენს 200-250გ/მ2. გაზობეტონის ზედაპირზე  ხსნარის წასმისას საშუალო დანახარჯი შეადგენს 350-500გ/მ2. წყალგამომდევნი ეფექტის მიღწევა ხდება 48 საათში. ამ ხნის განმავლობაში, დამუშავებული მასალა დაცული უნდა იყოს წყლისა და ატმოსფერული ნალექის ზემოქმედებისგან.
2. სამშენებლო ნაზავებში შერევა. სამშენებლო ნაზავები ერევა შემკრავ წყალს. მზა ხსნარში NEOMID H2O STOP წილი უნდა შეადგენდეს (1,5-2,0)% შემკრავი წყლის მოცულობასთან შეფარდებით (100ლ-ზე +2ლ NEOMID H2O STOP მზა ხსნარი).
უსაფრთხოების ზომები: სამუშაო ხსნარის მომზადებისას და მსათან მუშაობისას გამოვიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სათვალე, ხელთათმანები.  კანზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში დავიბანოთ წყლის დიდი რაოდენობით. აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით საკვები პროდუქტებისგან განცელკევებით. დავიცვათ ბავშვების შეხებისგან. შევინახოთ მჭიდროდ დახურულ მწარმოებლის შეფუთვაში მშრალ გრილ ადგილას. აღნიშნული საშუალება ინარჩუნებს თავის თვისებებს გაყინვა-გალღობის 5 ციკლის შემდეგ. შენახვის საგარანტიო ვადა 2 წელი. NEOMID H2O STOP ხანძარაფეთქებაუსაფრთხოა. გამოყენება #21.7.1322-03 სანიტარული წესებისა და ნორმების თანახმად.
შემადგენლობა: წყლის ფუძეზე სილიციუმორგანული შენარევების ნაზავი. სავალდებულო სერთიფიცირებას არ ექვემდებარება.

ТУ 2499-027-98536873-06

No comments:

Post a Comment