NEOMID CONTACT - NEOMID წებო

NEOMID წებო
სერია: NEOMID CONTACT
სამშენებლო უნივერსალური წებო NEOMID. იატაკის, კედლის, ჭერის საფარებისთვის.
ТУ 2313-015-76200405-2010
საექსპერტო დასკვნა № 78.01.09.231.П.328, 10.02.2012
სახელმწიფო რეგისტრაცია და სახანძრო სერტიფიკატი არ მოითხოვება
დანიშნულება:
NEOMID წებო - უნივერსალური პასტისებრი წებო გამოიყენება მოსაპირკეთებელ და სარესტავრაციო სამუშაოებში სხვადასხვა ფუძეებზე დასაწებებლად და ზედაპირებზე გასასწორებლად. გამოიყენება იატაკის, კედლის, ჭერის საფარებისთვის.
თვისებები:
§  გააჩნია მაღალი დაწებების უნარი
§  პლასტიურია და მოსახერხებელია მუშაობაში
§  ტიქსოტროპული (არ წვეთავს ვერტიკალური ზედაპირებიდან)
§  თერმოგამძლე
§  ყინვაგამძლე
§  ხანძარუსაფრთხო
§  არ შეიცავს ორგანულ გამხსნელებს
§  ეკოლოგიურად უსაფრთხო

გამოყენების არე:
NEOMID უნივერსალური წებო გამოიყენება:
მოსაპირკეთებელ სამუშაოებში ბეტონზე, მობათქაშებულ, ხის, თაბაშირ-მუყაოს, მერქან ნახერხი, ასბესტოცემენტის და სხვა ფუძეებზე დასაწებებლად:
- კერამიკული და მოზაიკური მოსაპირკეთებელი ფილა, ბუნებრივი ქვა, შორენკეცი;
- საცალო პარკეტი და პარკეტის ფიცარი, ხის სხმული და დეკორატიული ნაწარმი;
- ხე-ბოჭკოვანი ფილა, ხე-ნახერხი ფილა და მუყაო-თაბაშირის პანელები და ფანერა;
- სინთეტიკური ჭერის პანელები და ფილები;
- ლინოლეუმი ქვეფუძით და ხალიჩით;
- მინები და სარკეები - ბეტონის, აგურის, ბუნებრივი ქვის, შლაკის ბლოკების შესაბამისად გასწორებულ ზედაპირებზე.

სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებში უსწორ-მასწორებების გასასწორებლად, ბზარების, პირაპირების ამოსავსებად, სხვა ზედაპირული დეფექტების აღმოფხვრისთვის, ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ნაწარმის დასაწებებლად, რთული არქიტექტურული დეტალების მოსაპირკეთებლად და გასაფორმებლად. წებო გამოდგება ნებისმიერი ტიპის ოთახებს შიგნით და ექსპლუატაციის პირობებში გამოსაყენებლად, მათ შორის: სამზარეულოები, სარდაფები, სხვენები, საწარმოო საამქროები, ასევე გადახურული მოედნები, კიბის მარშები, სადარბაზოები და ა.შ. იატაკებზე, კედლებზე და ჭერებზე ზედაპირების გარდა, რომლებიც ექვემდებარება წყლის ინტენსიურ ზემოქმედებას.
რეკომენდაციები:
სამუშაოები ჩაატარეთ არანაკლებ +50С ტემპერატურაზე.
რეკომენდირებული არ არის წებოს წყლით ან გამხსნელებით გახსნა!

ზედაპირის მომზადება:
ფუძეს მოაშორეთ მტვერი, ჭუჭყი, ცხიმები და ზეთოვანი ლაქები.
აქერცლილი საღებავი, ზედაპირის ჩამოცვენილი და არამყარი მონაკვეთები მოაშორეთ.

გამოყენება:
NEOMID უნივერსალური წებო მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენების წინ შემადგენლობა უნდა საგულდაგულოდ აურიოთ.
თანაბრად დაიტანეთ არაუმეტეს 4 მმ სისქის წებოს შრე ფუძეზე მარტივი ან კბილანა ფითხით.
დატანის შემდეგ 10-20 წუთის განმავლობაში დაადეთ წებოს დასაწებებელი მასალა და მიაჭირეთ 5-10 წამით, სამშენებლო წებოს ნარჩენები მოაშორეთ სველი ღრუბლით, ინსტრუმენტები გარეცხეთ წყლით.
გაშრობის დრო: 24 საათი. მაქსიმალურ სიმყარეს წებონაკერი აღწევს 7 დღეში და შეუძლია გაუძლოს ტემპერატურას +400 С-მდე.
საშუალების ხსნარი: 0,5-0,8 კგ/2, შრის სისქის, ფითხის კბილების ფორმის და ფუძის შეწოვის უნარის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები:
უსაფრთხოა ხანძრის და აფეთქმების მიმართ.
გამოყენებისას მოარიდეთ თვალები და კანი წებოსთან პირდაპირი კონტაქტისგან.
კანსა ან თვალებში მოხვედრისას მაშინათვე დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:
ტრანსპორტირება და შენახვა უნდა მოხდეს მჭიდროდ დახურულ ტარაში -30 - +30ºС ტემპერატურაზე.
§  წებო იყინება, გალღობის შემდეგ მთლიანად აღადგენს თავის თვისებებს.
§  ვარგისიანობის ვადა: 12 თვე

შემადგენლობა: შემკვრელი, შემასქელებელი, შემავსებლები.


No comments:

Post a Comment