NEOMID 500

დანიშნულება: NEOMID 500-ს მათეთრებელი და მადეზინფიცირებელი შემადგენლობა ეფექტურად ანადგურებს ხისშემფერადებელ და ხისმანადგურებელ სოკოებს, აცლის ნაცრისფერ ნადებს, უბრუნებს მერქანს ბუნებრივ ფერს, ამაღლებს მის ხარისხიანობას.   შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტის შესანახი და გადასაზიდი პალეტების დასამუშავებლად. არ ცვლის მერქანის სტრუქტურას, მის ბუნებრივ თვისებებს.

გამოყენება: რეკომენდირებულია ზედაპირების, რომლებიც არ საჭიროებენ დამუშავებას,   დაცვა საშუალების შემთხვევითი მოხვედრისგან. ვერიდოთ თუთიადაფარულ მაფიქსირებელ ელემენტებზე მოხვედრას. პრეპარატთან სამუშაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პლასმასის ან შუშის ჭურჭელი. რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენება მზა ხსნარის სახით (გაზავებული წყლით 1:1); ძლიერი დაზიანების შემთხვევაში - კონცენტრატის სახით; უმნიშვნელო გამუქებისას ან ფერის გასათანაბრებლად - განზავებული წყლით 1:2. საჭირო განზავების ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა ჩატარდეს მერქანის უმნიშვნელო უბნის წინასწარი შეთეთრება. ხსნარი წავუსვათ უხეში სინთეტიკური ჯაგრის მქონე ფუნჯით, ყურადღებით გავანაწილოთ (შევაზილოთ) დაზიანებულ ზედაპირზე. გაფერმკრთალება ხდება 1 - 12 საათის განმავლობაში, მერქანის დაზიანების ხარისხის, გარემო ტემპერატურის და სხვა შესაბამისად. გაშრობის დრო: 24 საათი 16-20 °ჩ ტემპერატურაზე და ჰაერის 60%  ფარდობით ტენიანობაზე. გამშრალი ზედაპირი შეიძლება შეიცავდეს უმნიშველო რაოდენობის კრისტალურ მარილს, რომელიც ადვილად გადაირეცხება წყლით. თუ შემდგომში მერქანი გახდება წებოვანი ან შეფერადდება, წყლით გადარეცხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამუშაოები უნდა ჩატარდეს კარგად განიავებად სათავსოებში ან ღია ცის ქვეშ, გარემოსა და დასამუშავებელი ზედაპირის ტემპერატურის არა ნაკლებ +5 °ჩ-ზე. საშუალების დანახარჯი - 100-200 გ/მ2. მერქანის განმეორებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, შეთეთრების შემდეგ რეკომენდირებულია მერქანის ანტისეპტიკებით NEOMID 200, NEOMID 400, NEOMID 440 ECO, NEOMID 46BIO, NEOMID EXTRA ECO, NEOMID BASE ECO ან NEOMID 430 ECO გამოყენება მასალის დანიშნულების შესაბამისად. NEOMID 500 განზავებული 1:1 შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიოდაზიანებების (ობების, წყალმცენარეების) მოსაცილებლად ქვის, აგურის და ბეტონის ზედაპირებიდან.
უსაფრთხოების ზომები: ყურადღება! არ დააგდოთ, არ გადააყირაოთ, არ შეანჯღრიოთ. თავსაფარში არის ტექნოლოგიური ნახვრეტი. მუშაობისას გამოვიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სათვალე, რეზინის ხელთათმანები, რესპირატორი, დამცავი ტანსაცმელი. საშუალების კანზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ დავიბანოთ გამდინარე წყლის  ნაკადით 5-10 წუთის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: განვახორციელოთ მისი ტრანსპორტირება საკვები პროდუქტებისგან განცელკევებით. დავიცვათ ბავშვების შეხებისგან. შევინახოთ მჭიდროდ დახურულ მწარმოებლის შეფუთვაში მშრალ გრილ ადგილას. გახსნილი პრეპარატი გამოვიყენოთ 10 დღის განმავლობაში. მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოხვედრას და გათბობას. შენახვის ვადა 9 თვე, 6 თვის გასვლის შემდეგ პრეპარატი გამოვიყენოთ განზავების გარეშე. საშუალების -10 °ჩ-მდე და ქვევით გაგრილების შემთხვევაშიშესაძლოა ნალექის გამოყოფა, რომელიც იხსნება ტემპერატურის მომატებისას.  ხანძარაფეთქებაუსაფრთხოა. ინარჩუნებს თავის თვისებებს გაყინვა-გალღობის 5 ციკლის შემდეგ. გამოყენება #21.7.1322-03 სანიტარული წესებისა და ნორმების თანახმად.
შემადგენლობა: წყლის ხსნარი ქლორისშემცველი შენაერთით, სტაბილიზატორი, აქტივატორი. არ შეიცავს ევროკავშირში და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს. სავალდებულო სერთიფიცირებას არ ექვემდებარება.
შეთეთრების წინ რეკომენდირებულია წიწვოვანი ჯიშის მერქანის გაუფისურება, აგრეთვე შემადგენლობის საცდელი წასმა მერქანის უმნიშვნელო უბანზე.

შეთეთრების შემდეგ რეკომენდირებულია მერქანის ზედაპირიდან ხსნარის ნარჩენების გადარეცხვა. ნებისმიერი ლაქსაღებავი მასალით შეღებვისას გადარეცხვა სავალდებულოა.

No comments:

Post a Comment