DECOR - NEOMID ხის დამცავი ზეთი საუნებისთვის

NEOMID ხის დამცავი ზეთი საუნებისთვის

სერია: NEOMID DÉCOR
ТУ 2332-004-98536873-2011
საექსპერტო დასკვნა № 78.01.09.233.П.7243, 30.09.2011

დანიშნულება:

ხის დამცავი ზეთი საუნებისთვის NEOMID - მაღალხარისხოვანი გაჟღენთა ნატურალური ზეთების საფუძველზე ხის თაროების დასაცავად აბანოებსა და საუნებში მტვრისა და ტენისგან. გამოიყენება საბოლოო მოპირკეთების სახით როგორც დამოუკიდებელი დამცავი და დეკორატიული საფარი.

თვისებები:

§  აფერხებს ხის შემღები (სილურჯე) და ხის დამშლელი სოკოების წარმოქმნას
§  მერქანს ანიჭებს ტენის და ჭუჭყის უკუმბიძგებ თვისებებს
§  ქმნის დეკორატიულ ბუნებრივ საფარს
§  გამოყოფს მერქანის სტრუქტურას, ხდის მას უფრო კაშკაშას და კონტრასტულს
§  გააჩნია ღრმად შეღწევის მოქმედება და საიმედოდ ფიქსირდება მერქანში
§  უსაფრთხოა ადამიანის კანთან შეხებისას მაღალ ტემპერატურებზე
§  ზრდის მერქანის ექსპლუატაციის ვადას
§  ზედაპირზე ლაქ-საღებავის აფსკის არარსებობის გამო მერქანი იცვლება მოცულობაში გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ (ტემპერატურა და ტენიანობა) თვით საფარის დასკდომის და აშრევების გარეშე
§  სუნის გარეშე

გამოყენების არე:

ზეთი თაროებისთვის NEOMID გამოიყენება ხის ზედაპირების დასამუშავებლად, რომლებიც კონტაქტში არის ადამიანის კანთან, ოთახებში მომატებული ტენიანობით და ტემპერატურების მუდმივი ზემოქმედების პირობებში (აბანოები, საუნები): თაროები, საყრდენები ზურგისთვის, სასთუმალები და ა.შ.

ზედაპირის მომზადება:

§  სამუშაოები უნდა ჩატარდეს გარემოს და დასამუშავებელი ზედაპირის არანაკლებ +5°С ტემპერატურაზე.
§  თაროების მომზადება: ხეხვა და მტვრისგან გაწმენდა.
§  ხის ზედაპირზე სოკოვანი დაზიანებების არსებობისას რეკომენდირებულია პირვანდელი დამუშავება მათეთრებელი საშუალებით «NEOMID 500», რომელიც მერქანს უტარებს დეზინფექციას და უბრუნებს მას ბუნებრივ ფერს.
გამოყენება:

  • ზეთი თაროსთვის NEOMID მზად არის გამოსაყენებლად.
  • ხის ზედაპირის დამუშავების წინ საგულდაგულოდ აურიეთ.
  • თანაბრად დაიტანეთ შემადგენლობა 1-2 შრედ
  • გაახურეთ აბანო (საუნა) და მოაცილეთ ზეთის ნარჩენები შემწოვი ქსოვილით.
  • ზედაპირი მზად არის ექსპლუატაციისთვის 12-24 საათში.
  • ხარჯი: 40-60 გრ/²

სიფრთხილის ზომები:
§  ზეთთან მუშაობისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სათვალე, ხელთათმანები, დამცავი ტანსაცმელი.
§  კანსა და ლორწოვან გარსებზე ხსნარის მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვა და ტრანსპორტირება:

§  შემადგენლობა უსაფრთხოა ხანძრის და აფეთქების მიმართ.
§  შეინახეთ მწარმოებლის მჭიდროდ დახურულ ტარაში გრილ ადგილას. დაიცავით გაყინვისა და გადახურებისგან.
§  მოარიდეთ ბავშვებს.
§  უტილიზაცია სანიტარული წესების და ნორმების № 21.7.1322-03 მიხედვით.
§  ზეთის შენახვის ვადა: 5 წელი.

No comments:

Post a Comment