დანიშნულება: NEOMID Grunt Contact Proff კონცენტრატი 1:7 გათვლილია სათავსოების გარედან და შიგნიდან ფორებიანი სხვადასხვა მასალის (თაბაშირმუყაოს, გაზბეტონის, თაბაშირის, ბეტონის , კერამიკული და სილიკატური აგურის, ქვის, ბათქაშის, დაპრესილი ნახერხის ფირფიტის შეფითხნული ზედაპირის, ფანერის) არათანაბრად შემწოვი ფხვიერი და ძველი ფუძეების დასამუშავებლად. ღრმად აღწევს ზედაპირში და ამაგრებს ძველ ფუძეებს, ერთმანეთს ამაგრებს ფხვიერ და ჩამოჩლილ ფენებს. აუმჯობესებს სემდეგ საფარებთან გადაბმის უნარიანობას, ამცირებს ზედაპირის ფორიანობას და ლაქსაღებავიანი მასალების დანახარჯს, იცავს ობის სოკოების დაზიანებისგან
(ობისგან), ათანაბრებს შეწოვის უნარს მომავალში წყალ-დისპერსიული საღებავით შეღებვის, ფილების დაგების, შპალერის მიკვრის და მსგავსის გაკეთების წინ.
გამოყენება: გავასუფთაოთ დამუშავებული ზედაპირი ჭუჭყისგან, მტვრისგან, ცხიმისგან, დაბინძურებისგან, ძველი საფარისგან და ასე შემდეგ (თუ ზედაპირი დაზიანებულია ობისგან და სხვა მიკროორგანიზმებისგან, რეკომენდირებულია უპირველესად „NEOMID 600 - ობის გამანადგურებელი" პრეპარატით დამუშავება). გამოყენებამდე გრუნტი საგულდაგულოდ ავრიოთ. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად კონცენტრატი გავაზაოთ წყლით 1:7 თანაფარდობით. სამუშაოები ჩავატაროთ +10°ჩ-დან +35°ჩ-მდე ტემპერატურაზე და არა უმეტეს 65% ჰაერის ტენიანობაზე. ფუნჯის, როლიკის, საფრქვეველის დახმარებით სქლად დავადოთ გრუნტი მშრალ ზედაპირს პირველ მიღებაზე, ძლიერად შემწოვი ფუძისათვის გრუნტის დადება საჭიროა 1-2 მიღებით, შუალედური გაშრობის გარეშე, ზედაპირის სრული გაჟღენთამდე (2-5 საათი). დავიცვათ ზედაპირი ტენის მოხვედრისგან სრულ გამოშრობამდე.
დანახარჯი: 50-150 გ/მ2.
უსაფრთხოების ზომები: სამუშაო ხსნარის დამზადებისას და მასთან მუშაობისას გამოვიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სათვალე, რეზინის ხელთათმანები, დამცავი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საღებავის მფრქვეველით წასმისას დამატებით გამოვიყენოთ რესპირატორი. საშუალების კანზე, ლორწოვან გარსებზე და თვალში მოხვედრის შემთხვევაში დავიბანოთ დიდი რაოდენობით
შენახვა და ტრანსპორტირება: განვახორციელოთ ტრანსპორტირება და შენახვა +5°ჩ-დან +35°ჩ-მდე ტემპერატურაზე, გერმეტიულად დახურულ ქარხნულ შეფუთვაში საკვები პროდუქტებისგან განცელკევებით გრილ ადგილას, ბავშვების და ცხველებისგან მიუწვდომელ ადგილას. შემადგენლობა დავიცვათ გაყინვისგან.
გამოყენება #21.7.1322-03 სანიტარული წესებისა და ნორმების თანახმად.
მოქმედების ვადა 24 თვე
შემადგენლობა: სოპოლიმერი, ბიოციდი, ტექნოლოგიური დანამატები, წყალი.
ТУ 2313-065-98536873-2014

No comments:
Post a Comment